პატრიარქმა და კულტურის სამინისტროს დელეგაციამ ემიგრაციაში მყოფი ქართველების დაბრუნებაზე ისაუბრეს

შაბათი, 23 თებერვალი, 2013 - 23:47

უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია,  მინისტრის მოადგილეები მანანა ბერიკაშვილი, ალექსანდრე მარგიშვილი და მრჩევლები ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი და გიორგი გეგეჭკორი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის საპატრიარქო რეზიდენციაში მიიღო.

მიღებაზე პატრიარქმა და კულტურის სამინისტროს დელეგაციამ ემიგრაციაში მყოფი ქართველების დაბრუნების საკითხზე, ქართული ხელოვნების განვითარების ხელშეწყობაზე, კულტურის სახლების ამოქმედებასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

დიალოგი შეეხო კულტურის სამინისტროსა და საპატრიარქოს შორის გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივას, შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრება სამომავლოდ საგანმანათლებლო დაწესებულებებში კულტუროლოგიის სწავლების აუცილებლობის შესახებ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46