ივანიშვილს ხშირად დაუსვამს კითხვა, რატომ მიდიან ინტელექტუალები ნაცმოძრაობაში და მათ რატომ ჰყავთ ასეთი, უკაცრავად, კრეტინები - გიორგი ვაშაძე

შაბათი, 23 თებერვალი, 2013 - 22:51

ბიძინა ივანიშვილს შიდა განხილვებზე ხშირად დაუსვამს კითხვა, თუ რატომ მიდის ინტელექტუალი ხალხი ნაციონალურ მოძრაობაში და მათ რატომ ჰყავთ ასეთი, უკაცრავად, კრეტინები, - განაცხადა უმცირესობის წევრმა გიორგი ვაშაძემ გიგი უგულავას მხარდამჭერი აქციის შეფასებისას ოკუპაციის თემაზე დისკუსიის დაწყებამდე.

ვაშაძის განცხადებით, უმრავლესობას სურს ამ ჩვენებების საფუძველზე სხვადასხვა პირებს ბრალი წაუყენოს. მისი თქმით, აღიარებითი ჩვენება მტკიცებულება არ არის.

"მათ რეალურად უნდათ, ჩვენებების საფუძველზე ბრალი წაგვიყენონ, ეს კვანძი უნდათ რომ შეკრან. აღიარებითი ჩვენება არ არის მტკიცებულება. მე უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ამ პროცესში შეიძლება იყოს ორად ორი მიზეზი. პირველი არის ის, რომ ხელისუფლებამ გადაფაროს თავისი უსუსურობა. სიმართლე არის იმაში, რომ დღეს ჩვენ გვყავს ხელისუფლება,რომელმაც არ იცის ქვეყნის მართვა. არც ერთმა მინისტრმა არ იცის, რა უნდა გააკეთოს თავის სამინისტროში და, სამწუხაროდ, არც პრემიერ-მინისტრმა არ იცის საერთოდ, რა არის სახელმწიფო. ბიძინა ივანიშვილს შიდა განხილვებზე ხშირად დაუსვამს კითხვა, თუ რატომ მიდის ინტელექტუალი ხალხი ნაციონალურ მოძრაობაში და მათ რატომ ჰყავთ ასეთი უკაცრავად, კრეტინები. ჭკვიანი ძალა რომ იყოს დღეს ხელისუფლებაში, წინა ხელისუფლების შეცდომებზე ისწავლიდა და ეცოდინებოდა, რომ 20000 კაცი არ უნდა დაკითხო. ჩვენ დღეს გვყავს ახალი "ტროიკა" საქართველოში.ეს ტროიკა არის გია ხუხაშვილი, გელა ხვედელიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი. ეს ტროიკა დღეს მართავს რეალურად სახელმწიფოს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ ბოლოდროინდელ დაკითხვებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, უმრავლესობამ ამით საკუთარი უსუსურობა გადაფარვა უნდა და, ასევე სურს, სამოქალაქო დაპირისპირება გამოიწვიოს.

ცნობისთვის, აღნიშნულ შეხვედრაზე, სადაც გიორგი ვაშაძემ ეს განცხადება გააკეთა, ოკუპაციის თემაზე დისკუსია მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46