ვანო მერაბიშვილს ყველა პოლიციელი ეცოდება და სოლიდარობას უცხადებს

შაბათი, 23 თებერვალი, 2013 - 19:37

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს, თბილისის მერის მოადგილეს ვანო მერაბიშვილს ყველა პოლიციელი ეცოდება და სოლიდარობას უცხადებს,  - ამის შესახებ ვანო მერაბიშვილმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო  სამსახურთან გამართულ გიგი უგულავას მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ციხიდან ახლადგათავისუფლებული ამნისტირებული კრიმინალები მალე ისევ მათი დასაპატიმრებელი იქნება.

"მე მრცხვენია, როცა ვხედავ, თუ როგორ აბუჩად იგდებენ იმ სახელმწიფო სტრუქტურებს, რომლებიც წლების განმავლობაში შევქმენით. მე მეცოდება და სოლიდარობა მინდა, გამოვუცხადო თითოეულ პოლიციელს. მინდა, მივმართო ყველა პოლიციელს, არ დაკარგონ იმედი, ისევ მათი დასაკავებელი და მათი დასაპატიმრებელი იქნება ის ასიათასი და თხუთმეტი ათასი კრიმინალი, რომელიც იქიდან გამოუშვეს", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39