სამართალდამცავების ტესტირება კადრების ცვლილებებს არ გამოიწვევს

შაბათი, 23 თებერვალი, 2013 - 19:27

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შსს-ს აკადემიაში გამართულ პოლიციელების ტესტირებას დაესწრო. მისი განცხადებით, ტესტირება არ გამოიწვევს საკადრო ცვლილებებს და რომ ის ტარდება სუსტი ადგილების დასადგენად და შემდეგ გამოსასწორებლად.

"ეს ტესტირება არ გამოიწვევს რაიმე სახის საკადრო გადაადგილებას ან ცვლილებებს, მიზანი არის ის, რომ დავადგინოთ, თუ რა სუსტი ადგილები გვაქვს, რომ შესაბამისად ვებრძოლოდ და გამოვასწოროდ ის სუსტი ადგილები", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ტესტირება, რომელშიც მონაწილეობას მთელი საქართველოს მასშტაბით ათი ათასამდე პოლიციელი იღებს, პირველად ტარდება. მისი მიზანია სამართალდამცველების პროფესიული უნარების შეფასება და მაღალკვალიფიციური კადრის გამოვლენა. ნაკლებად დამაკმაყოფილებელი შეფასების მქონე პირები გადამზადების შესაბამის კურსებს გაივლიან.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.55
  • 3
  • 3.4
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5