ვარძელაშვილის, ქავთარაძისა და ბიჭაშვილის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს

შაბათი, 23 თებერვალი, 2013 - 19:07

სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილ მინისტრს ლადო ვარძელაშვილს, ასევე ზვიად ქავთარაძეს და ვახტანგ ბიჭაშვილს,  ვარძელაშვილის სახლში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით ბრალი წაუყენეს. სასამართლო მათთვის აღკვეთის ღონისძიებაზე ხვალ იმსჯელებს. სამივე პირი აღიარებს დანაშაულს და გამოძიებასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს.

ლადო ვარძელაშვილს ბრალი ედება იარაღის უკანონო შენახვისთვის, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ვახტანგ ბიჭაშვილს ბრალი იარაღის გასხვისებაში ედება, აღნიშნული 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,ხოლო ზვიად ქავთარაძეს ბრალი გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით წარედგინა, რაც 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პირები სტუმრად ლადო ვარძელაშვილის სახლში იმყოფებოდნენ, ვარძელაშვილმა სტუმრებს საკუთარი იარაღის კოლექცია დაათვალიერებინა, რა დროსაც ზვიად ქავთარაძეს "ტე-ტეს" სისტემის პისტოლეტი გაუვარდა და დევი სირაძეს გულ-მკერდის არეში მოხვდა. სირაძე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.79
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.4