გია ხუხაშვილი დაკავებულია ქრთამის აღებით და ბიზნესის წილების გადაფორმებით - გიორგი ვაშაძე

შაბათი, 23 თებერვალი, 2013 - 18:32

უნდათ, რომ აბსოლუტურად ყველა ადამიანისგან მიიღონ აღიარებითი ჩვენება ზეწოლით. ნახეთ, რამდენი ადამიანი შედის და გამოდის გია ხუხაშვილთან, ვინ არის გია ხუხაშვილი, რომ იბარებდეს ყველა ბიზნესმენს და არკვევდეს, ვინ რამდენი უნდა იშოვოს, -  ამის შესახებ განცხადება გიორგი ვაშაძემ გააკეთა.

მისი თქმით, გია ხუხაშვილი დღეს დაკავებულია ქრთამის აღებით და დაკავებულია ბიზნესის წილების გადაფორმებით, რომ კონკრეტულ კომპანიებს საქმიანობის უფლება ჰქონდეთ.

გიორგი ვაშაძე გიგი უგულავას ბრალის წაყენების ფაქტსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გიგი უგულავას მხარდამჭერ აქციაზე წასვლა მხოლოდ იმიტომ არ არის აუცილებელი, რომ თბილისის მერს გამოუცხადო თანადგომა, არამედ იმიტომ, რომ ათიათასობით ადამიანისთვის ის პროცესი დასრულდეს, რაც ამ ადამიანების დაკითხვას გულისხმობს.

ვაშაძე აცხადებს, რომ ამდენი ადამიანი არ დაკითხულა არც ერთ პერიოდში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41