საქართველოში იყო შერჩევითი სამართალი და მოქალაქეთა დიდი ნაწილი განიცდიდა უსამართლო ჩაგვრას - ოთარ ანგულიძე

შაბათი, 23 თებერვალი, 2013 - 18:37

დემოკრატიისა და ბიზნესის განვითარების ინსტიტუტის პრეზიდენტი ოთარ ანგურიძე დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საგამოძიებო სამსახურების მხრიდან თბილისის მერისთვის ბრალის წაყენება, ქვეყანაში სამართლის აღსრულების ერთ-ერთი ნიმუშია, რომელიც  წინა ხელისუფლების პირობებში არ არსებობდა და მოქმედებდა შერჩევითი სამართალი.

"ის მნიშვნელოვანი დაკვეთა, რაც საქართველოს მოსახლეობამ მმართველ პარტიას მისცა ოქტომბრის არჩევნების დროს, ეს არის სამართლის აღსრულება, რადგან წლების განმავლობაში საქართველოში იყო შერჩევითი სამართალი და მოქალაქეთა დიდი ნაწილი განიცდიდა უსამართლო ჩაგვრას. საგამოძიებო სამსახურების მხრიდან თბილისის მერისთვის ბრალის წაყენებაც, სწორედ ქვეყანაში სამართლის აღსრულების ერთ-ერთი ნიმუშია", - განაცხადა ანგურიძემ.

ანგურიძე მიმართვას საგამოძიებო სამსახურებს, დაინტერესდნენ მუნიციპალური ერთეულების საბიუჯეტო ხარჯებით, რადგან, მისი ინფორმაციით, ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტები მიბმული იყო ადგილობრივი ნაციონალური ორგანიზაციების საარჩევნო შტაბებთან.

"მივმართავთ საგამოძიებო სამსახურებს, დაინტერესდნენ თბილისის მუნიციპალური ერთეულების საბიუჯეტო სახსრებითაც, რადგან არსებობს საზოგადოებაში ინფორმაცია, რომ ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტები მიბმული იყო ადგილობრივი ნაციონალური ორგანიზაციების საარჩევნო შტაბებთან და სწორედ ამ შტაბებში იგეგმებოდა საბიუჯეტო სახსრების ხარჯვითი ნაწილი", - აღნიშნა ანგურიძემ.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Invalid argument supplied for foreach()

Filename: vote/list.php

Line Number: 3

  • 2.49
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46
  • A PHP Error was encountered

    Severity: Notice

    Message: Undefined variable: data

    Filename: models/vote_model.php

    Line Number: 34

    ვალუტა

  • პოლიტიკა
  • კულტურა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • მეცნიერება
  • ანალიტიკა
  • თავდაცვა
  • კონფლიქტები
  • ჯანდაცვა
  • განათლება
  • თბილისი
  • რეგიონები
  • უცხოეთის სიახლეები
  • ტექნოლოგიები
  • საინტერესო
  • ეკონომიკა
  • პრესკლუბი
  • სოციალური ქსელი