ივანიშვილი არჩევნების გარეშე გეგმავს თვითმმართველობის ხელში ჩაგდებას - გიგა ბოკერია

შაბათი, 23 თებერვალი, 2013 - 18:21

გიგა ბოკერიამ გიგი უგულავას მხარდამჭერ აქციაზე აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს დეკლარირებული ამოცანა, რაც გულისხმობს პოლიტიკური ოპოზიციის განადგურებას. მისი თქმით, ის, რომ ივანიშვილს მართლაც აქვს ასეთი ამოცანა, პრემიერ-მინისტრის გუნდის წევრებმაც დაადასტურეს. ბოკერიას განცხადებით, ივანიშვილი და მისი გუნდი თბილისში არჩევნების გარეშე გეგმავს თვითმმართველობის ხელში ჩაგდებას. ბოკერია ამ ფაქტს სახიფათოს უწოდებს და ამბობს, რომ ეს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას შეუშლის ხელს.

"ეს ძალიან სახიფათო არჩევანია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. პრემიერ-მინისტრ ივანიშვილს ან ნებისმიერ ხელისუფლებას მომავალში რომ არ ჰყავდეს პოლიტიკური შემწუხებელი, არ ჰყავდეს რეალური პოლიტიკური ოპონენტი, ვერასოდეს ვერ შესრულდება", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61