ანდრო ბარნოვი გორის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

შაბათი, 23 თებერვალი, 2013 - 17:29

შიდა ქართლის გუბერნატორი ანდრო ბარნოვი გორის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. გუბერნატორი სასწავლო პროცესით, თვითმმართველობის საქმიანობით, სტუდენტების აქტივობებით და მათი პრობლემებით დაინტერესდა.

შეხვედრა საათზე მეტხანს გაგრძელდა და გუბერნატორმა მოისმინა ახალგაზრდების მოსაზრებები, იდეები, ინიციატივები, უპასუხა მათ შეკითხვებს და დაინტერესდა მათი პრობლემებით. სტუდენტებმა გულისტკივილით აღნიშნეს, რომ უნივერსიტეტში სწავლისას პრაქტიკის გავლის საშუალება არ ეძლევათ, რაშიც უნივერსიტეტის ხელმძღვანელობაც ვერ ეხმარება. ახალგაზრდებმა გუბერნატორს დახმარება სთხოვეს ამ საკითხის გადაჭრაში და დასაქმებაზე ორიენტირებული პროექტებში ჩართვის სურვილიც გამოთქვეს.

ანდრო ბარნოვმა გორის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს აქტიური ურთიერთობის გაგრძელება შესთავაზა, კონკრეტულ თემებზე საჯარო ლექციების და საინტერესო პირებთან შეხვედრების მოწყობას, ასევე სხვა უნივერსიტეტებთან საქმიანი კავშირების დამყარებაში დახმარებას დაპირდა. გუბერნატორმა სტუდენტებს გააქტიურებისკენ მოუწოდა და უნივერსიტეტის ცხოვრებასა და მართვაში სტუდენტების ჩართვის აუცილებლობაზე ესაუბრა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46