დაკითხვიდან გამოსული გიგი უგულავას განცხადებით, მზად არის, ახალი მთავრობის გამოწვევა მიიღოს

შაბათი, 23 თებერვალი, 2013 - 16:28

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური   თბილისის მერმა გიგი უგულავამ  უკვე დატოვა. დაკითხვიდან გამოსული თბილისის მერის განცხადებით, ახალი მთავრობის ბრალდება, რომელსაც ათასეულობით ადამიანს უყენებს, სამართლიანი სასამართლოს მხრიდან გაქარწყლდება.

"მე მზად ვარ, მივიღო ეს გამოწვევა საჯაროდ, სასამართლოზე, ყველას დასანახად. სამწუხაროდ, ეს ჩამოყალიბდა მათი ურთიერთობის ენად. ჩვენი პასუხი ამაზე იქნება მხოლოდ და მხოლოდ მოთმინება, სიყვარული და ბრძოლა თავისუფლებისთვის. ხალხის აზრით მანიპულირება არის ის მოკლე გზა, რომელსაც მთავრობას ჯოჯოხეთამდე მიიყვანს. ჩვენ ვისმენთ მხოლოდ და მხოლოდ განადგურების მოწოდებებს, ამას კი ხალხი არ შეეგუება. დროა, გვერდზე გადავდოთ ეს ტაკიმასხარაობა და მივხედოთ ქალაქს. ეს არის დღეს ჩვენი ამოცანა. ამ ამოცანის შესრულებისთვის მე მზად ვარ", -აღნიშნა უგულავამ.

თბილისის მერის ბრალდება მოიცავს ორ ეპიზოდს. პირველი ეპიზოდი ტელეკომპანია "იმედის" ხელში ჩაგდების თემაა, სადაც გამოძიების ინფორმაციით, ფიგურირებს დედაქალაქის მერი. კერძოდ, გამოძიება განმარტავას, რომ ჯოზეფ ქეის ქალაქის მერმა დაათმობინა ტელეკომპანიაში არსებული წილი 10 მილიონის სანაცვლოდ, რომელიც მოპოვებული იქნა რიყის ტერიტორიის 17 მილიონად გამოსყიდვის შემდეგ.

მეორე ეპიზოდი ეხება საბიუჯეტო თანხების გამოყენებით პოლიტიკური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობის თვალთმაქცურ დაფინანსებას, რომლის ორგანიზატორი, ასევე, გიორგი უგულავა იყო. კერძოდ, საქმე ეხება თბილისის დასუფთავების სამსახურს, სადაც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა 764 აქტივისტი დაასაქმა პოლიტიკური საქმიანობისათვის და ისინი ანაზღაურებას ბიუჯეტიდან იღებდნენ.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46