მანანა მანჯგალაძე კბილაშვილის განცხადებას ბინძურ ტყუილს უწოდებს

შაბათი, 23 თებერვალი, 2013 - 16:02

პრეზიდენტის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე გენერალური პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებას, რომელიც  ტელეკომპანია"იმედის" იმჟამინდელი მფლობელის ჯოზეფ ქეის პრეზიდენტთან ტელეფონით საუბარსა და მისი წილის დათმობას ეხება, ტყუილს უწოდებს.

"გვინდა განვაცხადოთ, რომ ეს არის ბინძური ტყუილი. სრულიად ნათელია, რომ ეს არ არის სამართლებრივი პროცესი და არ ჯდება არც ერთ სამართლებრივ ჩარჩოში. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის პოლიტიკური დაკვეთა. ძნელია ილაპარაკო კოჰაბიტაციაზე, როცა ასეთი მეთოდებით იბრძვის მეორე მხარე. პასუხისმგებლობა ამ პროცესებში სრულად ეკისრება საქართველოს პრემიერ-მინისტრს", - განაცხადა მანჯგალაძემ.

შეგახენებთ, რომ არჩილ კბილაშვილმა გუშინ ტელეკომპანია "იმედის" ეთერით თოქშოუ "ღია ეთერში“ ჯოზეფ ქეისთვის იძულებით „იმედის“ ჩამორთმევის ეპიზოდში პრეზიდენტ სააკაშვილის შესაძლო ბრალეულობაზე ისაუბრა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.82
  • 3.1
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39