მსოფლიო ბანკის სათავო ოფისში დავით ნარმანიას ვიზიტი დაიგეგმა

შაბათი, 23 თებერვალი, 2013 - 15:17

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის სამხრეთ კავკასიის დეპარტამენტის რეგიონალურ დირექტორს ჰენრი კერალს,  მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის მყარი განვითარების დეპარტამენტის დირექტორს ლაციო ლოვეის და მდგრადი განვითარების სექტორის კოორდინატორს საქართველოში, აჰმედ ეივეიდას შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული აქცენტი საავტომობილო ინფრასტრუქტურაზე, რეგიონში განსახორციელებელ პროექტებსა და ქალაქების რეაბილიტაციაზე გაკეთდა.

„ჩვენ მივაწოდეთ ის ძირითადი პრიორიტეტები, რაზეც სამინისტრო უახლოესი წლების განმავლობაში იმუშავებს. მათ შორის, საუბარი გვქონდა არა მხოლოდ გზების რეაბილიტაციასა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, არამედ ინსტიტუციური განვითარების საკითხებზეც“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ დავით ნარმანიამ.

უცხოურმა მხარემ შეხვედრას წარმატებული უწოდა. „ჩვენ დავსახეთ მიმართულებები და სფეროები, რომლებშიც მსოფლიო ბანკი საქართველოს მხარდაჭერას აღმოუჩენს. ეს სფეროებია: რეგიონული განვითარება, მუნიციპალური განვითარება, საგზაო და ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის განვითარება და ა.შ. ჩვენ ვიწყებთ სერიოზულ მოლაპარაკებებს საქართველოს მთავრობასთან, რათა განვსაზღვროთ მომავალი 3-4 წლის განმავლობაში საქართველოსა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის მიმართულებები“, - განაცხადა კერალიმ შეხვედრის დასასრულს.

შეხვედრაზე დაიგეგმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, დავით ნარმანიას ვიზიტი მსოფლიო ბანკის სათავო ოფისში, რომელიც 1 მარტს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46