ნაციონალებს წამებულის იმიჯის შექმნა არ გამოუვათ - მაია ხარაძე

შაბათი, 23 თებერვალი, 2013 - 15:12

კოალიცია „ჩვენი უფლებებისათვის“ თანათავმჯდომარის მაია ხარაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით აკეთებენ ალოგიკურ განცხადებებს, თითქოსდა ხელისუფლებას სურს მათი, როგორც ოპოზიციის, განადგურება, რომ მიმდინარეობს მათზე პოლიტიკური ტერორი.

ხარაძის განცხადებით, ის რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს იბარებენ საგამოძიებო სამსახურები დასაკითხად მოწმის სტატუსით ან ბრალის შესარაცხად, მათ შორის დედაქალაქის მერს გიგი უგულავასაც, ეს არის საგამოძიებო პროცედურა და არა პოლიტიკური ანგარიშსწორება.

„ნაციონალები“ ცდილობენ საკითხის პოლიტიზირებას და სურთ წამებულის იმიჯის შექმნა, რაც მათ არ გამოუვათ, ვინაიდან ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს მიმდინარე პროცესებს და უნდა ითქვას, რომ გარკვეულ პირთა დაკითხვა, დაკავება და აღკვეთი ღონისძიებების შეფარდება, ხდება კანონის უზენაესობის პრინციპების გათვალისწინებით", -განაცხადა მაია ხარაძემ.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46