გიგი უგულავასთვის ბრალის წაყენება არის სასაცილო და, ამავდროულად, საგანგაშოც - გიორგი საყვარელიძე

შაბათი, 23 თებერვალი, 2013 - 14:33

გიგი უგულავასთვის ბრალის წაყენება არის სასაცილო და, ამავდროულად, საგანგაშოც, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი საყვარელიძემ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შენობის წინ გამართულ აქციაზე განაცხადა.

"ფაქტი არის სასაცილო თავიდან ბოლომდე და, ალბათ, საგანგაშოც, ვინაიდან ეს საკითხი ეხება ქალაქის ყველაზე წარმატებულ მერს გიგი უგულავას. მისი  დახმარებით ეს ქალაქი თავიდან აშენდა, დადგა ფეხზე, გახდა ლამაზი და მომხიბვლელი არა მარტო თბილისელებისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, არამედ ნებისმიერი უცხოელისთვის",  - განაცხადა საყვარელიძემ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი არიან ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები, საპარლამენტო უმცირესობის წევრები, რომლებიც დაკითხვაზე მისულ გიგი უგულავას გამოჩენას ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.89
  • 3.29
  • 0.04
  • 0.53
  • 1.44