ივანიშვილს უნდა, რომ წააქციოს ნაცმოძრაობის ერთ-ერთი მთავარი ბასტიონი თბილისის სახით - გიორგი საყვარელიძე

შაბათი, 23 თებერვალი, 2013 - 14:01

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი საყვარელიძის განცხადებით, გიგი უგულავასთვის ბრალის წაყენება არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ახირება და კაპრიზები.

"ეს არის ბიძინა ივანიშვილის პირადი კაპრიზები, მე მახსოვს, როცა ის მონაწილეობდა  რიყის მშენებლობის პროცედურებში და აშკარად არის გამოხატული, რომ არ მოსწონდა აქ მიმდინარე პროცესები და ამიტომ, ალბათ, ეს მისი პირადი ახირებაა", - განაცხადა საყვარელიძემ.

მისი თქმით, გიგი უგყულავა ერთ-ერთი წარმატებული მერია და მისი მერობის დროს თბილისი ხელმეორედ აშენდა.

"ივანიშვილს უნდა, რომ წააქციოს ხალხის მიერ არჩეული მერი და ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი ბასტიონი თბილისის სახით, თუმცა ეს მისთვის წარუმატებელი აღმოჩნდება. ნუ ჰგონია, რომ მათი რეიტინგი დიდხანს გაგრძელდება და შემდგომშიც გააგრძელებენ წარმატებული ხალხის დაკითხვაზე "თრევას", - განაცხადა აქციაზე მისულმა გიორგი საყვარელიძემ. 

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერი დღეს 14:00 საათზე, დაბარებულია საგამოძიებო სამსახურში, ბრალდების წაყენების და მის მიმართ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით. მერი ამ დრომდე არ გამოცხადებულა დაკითხვაზე.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46