საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის ორგანიზებით \"ოკუპაციის დღეები“ გაიმართება

შაბათი, 23 თებერვალი, 2013 - 13:59

„საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის“ ორგანიზებით, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, 23-25 თებერვალს იმართება "ოკუპაციის დღეები“, რომლის მიზანია ახალგაზრდებისათვის ცნობიერების ამაღლება და მათ მიერ პოზიციის დაფიქსირება აღნიშნულ საკითხთან მიმართებით.

ღონისძიება გაიხსნება საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში, სადაც გამოფენილი იქნება ფოტო/დოკუმენტურ მასალები, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ პერიოდს - 1921 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას უკავშირდება.

"ოკუპაციის დღეების“ ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:

- 23 თებერვალი - ნაჩვენები იქნება თომა ჩეგელიშვილის დოკუმენტური ფილმი "რუსული პარტია“, რომელიც ეხება კრემლის მიერ 2008 წლის 26 აგვისტოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადებას. თომა ჩაგელიშვილის ფილმი რუსეთ-საქართველოს 5-დღიან ომსა და რუსული ანექსიის 20-წლიან ისტორიაზე მოგვითხრობს.

ფილმის ჩვენების შემდეგ მოწვეული ექსპერტები გაუძღვებიან დისკუსიას ოკუპაციის თემასთან დაკავშირებით, სადაც ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია აღნიშნულ თემაზე. 

25 თებერვალს მოეწყობა მშვიდობიანი აქცია ქალაქ თბილისში, რიყის პარკში, რომელიც დასრულდება მშვიდობის სიმბოლოს გამოსახვით.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46