უგულავას მხარდამჭერები მისთვის \"თბილისის ღირსეული მერის“ წოდების მინიჭებას ითხოვენ

შაბათი, 23 თებერვალი, 2013 - 13:36

მოძრაობა "ჩვენი ხმა გიგი უგულავას" თბილისის მერის გიგი უგულავასთვის "თბილისის ღირსეული მერის“ წოდების მინიჭებას ითხოვენ და 1 მარტიდან თბილისში ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ. "ჯეონიუსი" გთავაზობთ მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებას:

"ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობიდან და იმ ბრალდებებიდან გამომდინარე რასაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ორგანო უსაფუძვლოდ და პოლიტიკური მოტივით გიგი უგულავას უყენებს,  ჩვენ, მოძრაობა "ჩვენი ხმა გიგი უგილავას“ გადავწყვიტეთ, დავიწყოთ 2013 წლის 1 მარტიდან თბილისის მოსახლეობაში ხელმოწერების შეგროვება, რათა პირველად, დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეულ თბილისის მერს გიგი უგულავას თბილისის მოსახლეობის სახელით მიენიჭოს "თბილისის ღირსეული მერის“ წოდება.

მინდა აღვნიშნო, რომ აღნიშნული ბრალდებები არ შეესაბამება სიმართლეს და ეს ყველაფერი მიმართულია გიგი უგულავას პოლიტიკური დისკრედიტაციისაკენ. ჩვენ ხშირად ვხედავთ და გვესმის, 2012 წლსი 1 ოქტომბრის შემდეგ ქალაქის მერის გიგი უგულავს მიმართ ხორციელდება უსაფუძვლო ბრალდებები, მიგვაჩნია რომ აღნიშნული ბრალდებების დანიშნულება საზოგადოებაში გიგი უგულავას მიმართ მიზანმიმართული უარყოფითი საზოგადოებრვი აზრის შექმნაა, სირცხვილია უგულავას მიმართ ისმოდეს მსგავსი ბრალდებები და არ ისაუბრო იმ სიკეთეებზე, რაც დედაქალაქში უგულავას პირადი ინიციატივით და მონაწილეობით განხორციელდა, თბილისი მსოფლიოს გავნითარებული სახელმწიფოების დედაქალაქებს ინფრასტრუქტურული განვითარებით მიუახლოვა", - ნათქვამია განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.27
  • 0.04
  • 0.51
  • 1.45