გიგი უგულავამ წაყენებულ ბრალდებებზე განმარტებები უნდა გააკეთოს - ირაკლი ღარიბაშვილი

შაბათი, 23 თებერვალი, 2013 - 13:36

თბილისის მერის გიგი უგულავასთვის ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი განცხადებით, მერის დაკითხვა ნორმალური პროცესია, რადგან, მისივე თქმით, გიგი უგულავა ჩვეულებრივი მოქალაქეა.

"ეს ნორმალურია, როდესაც გამოძიებას აქვს კითხვები ამა თუ იმ პირის მიმართ. გიგი უგულავა არის ჩვეულებრივი მოქალაქე. ის არის მაღალი თანამდებობის პირი და მის მიმართ გამოიკვეთა სერიოზული ბრალდების ორი ეპიზოდი. ამასთან დაკავშირებით მან უნდა გააკეთოს განმარტებები. ეს ნორმალური პროცესია", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახენეთ, რომ თბილისის მერი დღეს 14:00 საათზე, დაბარებულია საგამოძიებო სამსახურში, ბრალდების წაყენების და მის მიმართ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46