ქმედუუნარო პოლიტიკური გუნდის გადაყვანას ოპოზიციაში ვაპირებთ - ზაზა გაბუნია

შაბათი, 23 თებერვალი, 2013 - 13:29

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ზაზა გაბუნია გიგი უგულავას მიერ საკრეულოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, გიგი უგულავას სრულიად უსაფუძვლოდ მაღალი წარმოდგენა აქვს საკუთარ გუნდზე.

“გიგი უგულავამ თბილისელებს შეუქმნა სატრანსპორტო, საცხოვრებელი და კომუნალური პრობლემები. გიგი უგულავას მრავალი მილიონი ემეტებოდა საკუთარი პარტიული მეგობრებისთვის და მხოლოდ 7 000 ლარი უსახლკაროთათვის. გიგი უგულავამ ფონდებისა და სხვა ფინანსური მაქინაციების გზით ბიუჯეტის ფული ფლანგა საკუთარი სიამოვნებისთვის, ხოლო შეჭირვებული მოქალაქეების წერილებზეც კი არ ახდენს რეაგირებას, ამ ფონზე კი მას და მის გუნდს უარი თბილისელებმა უთხრა და ამის დადასტურება იყო 1 ოქტომბრის არჩევნები, როცა “ნაც-მოძრაობამ” თბილისის ყველა რაიონი წააგო. ჩვენ კი ხალხის ამ ნების სისრულეში მოყვანას და გიგი უგულავას ქმედუუნარო გუნდის ოპოზიციაში გადაყვანას ვაპირებთ”, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5