თბილისის მთავრობის წევრები მერთან ერთად იღებენ პასუხისიმგებლობას წაყენებულ ბრალდებებზე

შაბათი, 23 თებერვალი, 2013 - 13:13

თბილისის მთავრობის წევრები განცხადებას ავრცელებენ, სადაც ნათქვამია, რომ ისინი გიგი უგულავასთან ერთად იღებენ პასუხისმგებლობას ყველა იმ ბრალდებაზე, რაც თბილისის მერს წარედგინება. "ჯეონიუსი" გთავაზობთ მერიის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებას:

"ჩვენ, ქალაქ თბილისის მთავრობის წევრები, ვაცხადებთ, რომ დედაქალაქის მერთან ერთად ვიღებთ პასუხისიმგებლობას თბილისში განხორციელებულ ყველა პროექტზე, ამ წლების განმავლობაში მიღწეულ უამრავ წარმატებებსა თუ დაშვებულ შეცდომებზე. ამასთან ერთად დარწმუნებულები ვართ, რომ დედაქალაქის მერისთვის წარდგენილი ბრალდება, რომელიც რიყის ტერიტორიაზე სკვერის მოწყობასა და დასუფთავების კომპანიაში მოქალაქეების დასაქმებას შეეხება, არის უსაფუძვლო და საგამოძიებო ორგანოების მოქმედება მხოლოდ ქალაქის მერის პოლიტიკური პოზიციის პასუხს წარმოადგენს. ვიმედოვნებთ, რომ სასამართლოზე საკითხის განხილვისას დამტკიცდება სიმართლე და ჩვენ თბილისის მერის გიგი უგულავას, ხელმძღვანელობით გავაგრძელებთ მუშაობას ქალაქისა და თბილისელების სასარგებლოდ", - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.06
  • 3.46
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45