მთავარმა პროკურატურამ საკრებულოს თავმჯდომარის მიმართვა გაითვალისწინა

შაბათი, 23 თებერვალი, 2013 - 12:50

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გადაწყვიტა, გაითვალისწინოს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მიმართვა და საკრებულოს თანამშრომლები დაკითხვებზე თვის ბოლო პარასკევს არ დაიბაროს. ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.

მთავარი პროკურატის განცხადებით,  ზაალ სამადაშვილმა საქართველოს მთავარ პროკურორს მიმართა, სადაც ნათქვამია, რომ პროკურატურის საგამოძიებო სამსახურების მიერ საკრებულოს თანამშრომლების მოწმის სახით დაბარება ხდება საკრებულოს სხდომების დროს, სხდომები კი  ყოველი თვის ბოლო პარასკევს იმართება.

„უკანასკნელი თვეების განმავლობაში სისტემატური ხასიათი მიიღო თქვენი საგამოძიებო უწყების მხრიდან თბილისის საკრებულოს წევრების მოწმის სტატუსით დაბარებამ. საგულისხმოა, რომ დაბარება ხდება სწორედ საკრებულოს სხდომების დროს. გაცნობებთ, რომ თბილისის საკრებულოს სხდომები იმართება ყოველი თვის ბოლო პარასკევს და საკრებულოს წევრების უპირველესი მოვალეობა და პასუხისმგებლობაა მონაწილეობა მიიღონ სხდომაში, რათა ეფექტურად და პოზიტიურად გადაწყდეს თბილისის და თბილისელების წინაშე არსებული პრობლემური საკითხები", - ნათქვამია ზაალ სამადაშვილის განცხადებაში.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46