არასრულწლოვანთა განრიდებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შაბათი, 23 თებერვალი, 2013 - 12:15

არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, სასტუმრო ”დიდუბე პლაზაში” სამუშაო შეხვედრა დღეს დაიწყო. ორდღიან ღონისძიებაში იუსტიციის სამინისტროს წარმოადგენლებთან ერთად მონაწილეობას იღებენ პრობაციის ეროვნული სააგენტოს სოციალური მუშაკები და ოფიცრები.

შეხვედრაზე განიხილება განრიდებაში სოციალური მუშაკის როლი და ამ პროცესში პრობაციის ოფიცრის ჩართვის პერსპექტივა. სამუშაო ჯგუფები განიხილავენ განრიდების პრაქტიკას, პროცედურებს, არასრულწლოვნებთან კომუნიკაციის სპეციფიკას, განრიდებულის დანაშაულთან დაკავშირებით პროკურატურისადმი ინფორმაციის მიწოდების წესსა და სხვადასხვა საკითხებს.

არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის წარმატებული პროგრამა 2010 წელს დაიწყო. განრიდების შემთხვევაში პრობაციის სოციალური მუშაკი არასრულწლოვანს ეხმარება სხვადასხვა პროგრამებსა და აქტივობებში ჩართვაში, რაც მას სამართლებრივი აზროვნების ჩამოყალიბებაში, საკუთარი უნარების და პოტენციალის განვითარებაში დაეხმარება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41