მოძრაობა " ჩვენი ხმა გიგი უგულავას " განცხადებას ავრცელებს

შაბათი, 23 თებერვალი, 2013 - 00:13

მოძრაობა "ჩვენი ხმა გიგი უგულავას" თბილისის მერის მისამართით გელა ბარკალაიას ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს ყველაფერი გიგი უგულავას დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. " ვეხმიანებით დღეს, 2013 წლის 22 თებერვალს საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ უნფორმაციას. კომპანია "მათე მოტორსის" მფლობელის, გელა ბარკალაიას საჩივარს, რომელიც ქალაქის მერს, გიგი უგულავას აბსურდულ ბრალდებას უყენებს, აღნიშნული ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს და ეს ყველაფერი მიმართულია გიგი უგულავას პოლიტიკური დისკრედიტაციისაკენ. ჩვენ ხშირად ვხედავთ და გვესმის 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ქალაქის მერის, გიგი უგულავს მიმართ ხორციელდება უსაფუძვლო ბრალდებები, მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ბრალდებების დანიშნულება საზოგადოებაში გიგი უგულავას მიმართ მიზანმიმართული უარყოფითი საზოგადოებრვი აზრის შექმნაა, სირცხვილია უგულავას მიმართ ისმოდეს მსგავსი ბრალდებები და არ ისაუბრო იმ სიკეთეებზე, რაც დედაქალაქში უგულავას პირადი ინიციატივით და მონაწილეობით განხორციელდა, თბილისი მსოფლიოს განვითარებული სახელმწიფოების დედაქალაქებს ინფრასტრუქტურული განვითარებით მიუახლოვა. რაც შეეხება ბატონ მობარკალაიას მინდა მოვუწოდო, რომ შეწყვიტოს უგულავას მიმართ აბსურდული ბრალდებებზე საუბარი და გაიხსენოს თავად როგორ დაიწყო მან საქართველოში ბიზნესი და ასევე გაიხსენოს ის რა დაემართა მის ამერიკელ პარტნიორს. მივმართავ თხოვნოთ საგამოძიეობო ორგანოს შეწყვიტონ გელა ბარკალაისა უსაფუძვლო ბრალდებაზე გამოძიება და დაინტერესდნენ იმ ფაქტებით თუ რა სახსრებით და რა გზებით გახდა გელა ბარკალაია ბიზნესმენი, სად და რატომ წავიდა მისი ამერიკელი პარტნიორი. " - ნათქვამია განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.79
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.4