შინაგან საქმეთა მინისტრი პოლიციელთა ტესტირებას დაესწრება

პარასკევი, 22 თებერვალი, 2013 - 23:59

დღეს, 10 საათსა და 30 წუთზე შსს-ს აკადემიაში პოლიციელთა მასშტაბური ტესტირება დაიწყება. სამართალდამცველების ტესტირებას შინაგან საქმეთა მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება. მინისტრი ტესტირებაში მონაწილე პირებს გაესაუბრება და მიმდინარე პროცესს შეაფასებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სრული ოპერატიული შემადგენლობის ტესტირება საქართველოს მასშტაბით პირველად ტარდება. კითხვარები ტესტირებაში მონაწილე პირების პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარეა შედგენილი. თითოეულმა მონაწილემ 2 საათსა და 30 წუთში 100 კითხვას უნდა უპასუხოს.

ტესტირების მიზანი სამართალდამცველების პროფესიული უნარების შეფასება და მაღალკვალიფიციური კადრის გამოვლენაა. ნაკლებად დამაკმაყოფილებელი შეფასების მქონე პირები შესაბამის გადამზადების კურსებს გაივლიან.

ტესტირებას გაივლიან როგორც მაღალი თანამდებობის პირები- სამმართველოების უფროსები და მათი მოადგილეები, ასევე - უბნის ინსპექტორები, დეტექტივ- გამომძიებლები, დეტექტივ-თანაშემწეები, საპატრულო და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები; აგრეთვე მონაწილეობას მიიღებს პოლიციის ყველა ის დანაყოფი, რომელიც ოპერატიულ ფუნქციას ასრულებს. ტესტირებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ათიათასამდე თანამშრომელი მონაწილეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სრული შემადგენლობის ტესტირება ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46