საქართველოს პრეზიდენტი, შესაძლოა, დაიკითხოს

პარასკევი, 22 თებერვალი, 2013 - 22:33

მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა, ტოქშოუ "ღია ეთერში" საუბრისას განაცხადა, რომ „ტელეიმედის“ საქმეზე შესაძლოა, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაიკითხოს.

კბილაშვილი აცხადებს, რომ გამოძიებას აღნიშნულ საქმეში პრეზიდენტის მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანიის ერთ-ერთმა მფლობელმა, ჯოზეფ ქეიმ მიაწოდა. ჯოზეფ ქეი ტელეკომპანიის ერთ-ერთი მფლობელი 2008 წლის იანვრიდან იყო.

„ჯოზეფ ქეი დეტალურად აღწერს, როგორ ხდებოდა „იმედის“ მართვა 2008 წლის იანვრიდან 2008 წლის დეკემბრამდე. როცა მოხდა „იმედის“ გადაფორმება. ჯოზეფ ქეი ამბობს, რომ როცა ის ითვლებოდა მესაკუთრედ, სინამდვილეში მესაკუთრის უფლებებს ვერ ახორციელებდა და სარედაქციო პოლიტიკას განსაზღვრავდა გიგი უგულავა, ხოლო ფინანსური მხარდაჭერა უნდა შეესრულებინა დავით კეზერაშვილს, რასაც ქეის ჩვენებით, ის არ ახორციელებდა და ჯოზეფ ქეის თავად უწევდა საოპერაციო ხარჯების გაღება, რამაც 11 მილიონი დოლარი შეადგინა“, - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

კბილაშვილმა აღნიშნა, რომ ჯოზეფ ქეის ჩვენებიდან გამომდინარე იანვარში „ტელეიმედის“ მართვასთან დაკავშირებული საკითხები შეთანხმებული იყო პრეზიდენტთან, მასთან უშუალო და პირდაპირი შეხვედრით. მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი, შესაძლოა, მოწმის სახით სწორედ ამ ეპიზოდთან დაკავშირებით დაიკითხოს.

კბილაშვილი ქეის ჩვენებაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ჯოზეფ ქეის ტელეკომპანიის წილის დათმობა დავით კეზერაშვილმა და გიგი უგულავამ 2008 წლის დეკემბერში მოსთხოვეს.

ჯოზეფ ქეის ჩვენების მიხედვით, მთავარი პროკურორი აღნიშნავს, რომ ქეის მიხეილ სააკაშვილი ტელეფონით ესაუბრა და მანაც იგივე მოსთხოვა, ქეის ინფორმაციით, პრეზიდენტმა მას უთხრა, რომ კეზერაშვილის სიტყვა დაეჯერებინა, რადგან მისი სიტყვა იგივე პრეზიდენტის სიტყვა იყო. კეზერაშვილი კი ქეის შეუთანხმდა, რომ წილის დათმობის სანაცვლოდ ქეი იმ თანხას მიიღებდა, რაც " იმედში " დახარჯა. ჯოზეფ ქეიმ მისი წილის დიდი ნაწილი კეზერაშვილსა და უგულავას დაუთმო. ჯოზეფ ქეი 2009 წლის იანვრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე ტელეკომპანიის მხოლოდ 10 პროცენტს ფლობდა .

შეგახსენებთ, რომ ჯოზეფ ქეის ჩვენებისა და პრეზიდენტის შესაძლო დაკითხვის შესახებ, მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა ტელეკომპანია "იმედში",   ტოქშოუში "ღია ეთერი" სტუმრობისას განაცხადა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.25
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44