გიგი უგულავამ მოადგილეობა ვანო მერაბიშვილს შეთავაზა

პარასკევი, 22 თებერვალი, 2013 - 22:17

თბილისის მერმა გიგი უგულავამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე მერის ახალ მოადგილედ თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სევდია უგრეხელიძე წარადგინა, ხოლო მეორე მოადგილეობა „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივანს ვანო მერაბიშვილს შეთავაზა.

მისი თქმით, ახალი მოადგილეები არიან სანდო ხალხი, რომლებსაც არასდროს არ უღალატიათ სამშობლოსთვის.

„პირველ ვიცე-მერად მინდა დავნიშნო სერგია უგრეხელიძე, მოადგილეობას ვთავაზობ ვანო მერაბიშვილს. ჩვენ არასდროს არ მოგვითხოვია ინდულგენციები, ჩემთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე, საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ მიდის ბრძოლა მხოლოდ ძალაუფლებისთვის“, – განაცხადა უგულავამ.

უგულავამ მის ახლანდელ მოადგილეს ბოდიში მოუხადა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5