გიგი უგულავას ბრალს ხვალ წაუყენებენ

პარასკევი, 22 თებერვალი, 2013 - 19:43

თბილისის მერს, გიგი უგულავას, ბრალს ხვალ წაუყენებენ. ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. აღნიშნული უწყების ცნობით, გიგი უგულავას ბრალი ედება დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება, გაფლანგვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის, ფულის გათეთრების ფაქტებზე. ბრალდება ორ დამოუკიდებელ ეპიზოდს მოიცავს.

"პირველ ეპიზოდთან დაკავშირებით ფაქტობრივად გახსნილია იმჟამინდელი ხელისუფლების მიერ ტელეკომპანია "იმედის" ხელში ჩაგდების დანაშაულებრივი სქემა და უტყუარად დადასტურებულია, რომ მისი განხორციელების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე სწორედ გიორგი უგულავა იყო.

მეორე ეპიზოდი უკავშირდება საბიუჯეტო თანხებით პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობის თვალთმაქცურ დაფინანსებას, რომლის ორგანიზატორიც გიგი უგულავა იყო", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

უგულავა საგამოძიებო ორგანოში ბრალდების წაყენებისა და მის მიმართ სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით არის დაბარებული.

გიგი უგულავას საგამოძიებო ორგანოში 23 თებერვალს, 14:00 საათზე ელოდებიან.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46