ოქრუაშვილი და ადეიშვილი არიან მთავარი დამნაშავეები - სოსო რობაქიძე

პარასკევი, 22 თებერვალი, 2013 - 19:38

ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე საქართველოს გენერალურ პროკურორს არჩილ კბილაშვილს ხვდება. როგორც სოსო რობაქიძემ პროკურატურაში შესვლის წინ განაცხადა, ის მოითხოვს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის და ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის დასჯას, მისი თქმით, სწორედ მათი უშუალო ხელმძღვანელობით მოხდა იარაღის ჩადება შემთხვევის ადგილზე.

"ოქრუაშვილი და ადეიშვილი არიან პირველი დამნაშაეეები, მათი ბრძანებით გაიცა იარაღის ჩადება იქ და ესენი იყვნენ შემსრულებლები, ერთიც უნდა დაისაჯოს და მეორეც. გამოვიდეს  ირაკლი ოქრუაშვილი და თქვას სიმართლე, ყოფილმა მინისტრმა არ უნდა აარიდოს თავი სიმართლის თქმას. თუნდაც, მე მითხრას ყურში ეს სიმართლე და როგორც საჭიროა, ისე მოვიქცევი მერე", - განაცხადა რობაქიძემ.

შეგახსენებთ, რომ რომ სოსო რობაქიძე აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მთავარ პროკურორთან, არჩილ კბილაშვილთან შეხვედრა 18:00 ჰქონდა დაგეგმილი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46