ნაცმოძრაობის დაგეგმილ აქციას ბიძინა ივანიშვილი იუმორით უყურებს

პარასკევი, 22 თებერვალი, 2013 - 18:34

ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან  დასრულდა.  პრემიერ მინისტრმა მათ მთავრობის ასდღიანი მუშაობის შედეგები და მთავრობის სამომავლო სტრატეგიები დეტალურად გააცნო. საუბარი შეეხებოდა საკონსტიტუციო ცვლილებებსაც. ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება და ნაციონალური მოძრაობის მისამართით განაცხადა, რომ საპარლამენტო უმცირესობა ღია კარს ამტვრევს. მან აღნიშნა, რომ ახალ ხელისუფლებას საგარეო კურსი არ შეუცვლია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ შეკითხვები ჰქონდათ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც და ეს შეკითხვები შეეხებოდა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, მათ შორის 19 აპრილს დაგეგმილ აქციას, რომლის შესახებაც გუშინ ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ისაუბრეს და რომელიც ქვეყნის საგარეო პოლიტიკას შეეხება.

"19 აპრილის შესახებ საზოგადოებას იუმორის იუმორის გარეშე ვერაფერს ვეტყვი,  რადგან ასეთ სასაცილო თემებს ყრიან უკვე და მეტი ხუმრობა მეტი იუმორია. საზოგადოებას მივმართავ, რომ მსგავს თემებს ყურადღება სერიოზულად აღარ მიაქციონ. ჩვენ უმცირესობასთან თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ, სანამ ისინი არ შეიცვლიან პოზიციას და არ ისწავლიან კონსტრუქციულ ოპონირებას",  - განაცხადა ივანიშვილმა.

შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ორი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეს გარყვნილ ევროპაში ხდება - სულა სულაშვილი შეცდომები შეცდომებზე დააშვებინა პოროშენკოს, ბოლომდე გააბანძა - ირაკლი ტაბლიაშვილი როგორი ლოკალური და მიკროა მთელი ქართული პოლიტიკა სააკაშვილთან შედარებით - ნიკა გვარამია საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შესთხოვოს მამაზეციერს, რომ პოროშენკო მას მაინც თუ დაიჭერს, საქართველოში აღარ გამოუშვას - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილზე ვაცხადებ, ხელისუფლება მომავალ არჩევნებში კიდევ ერთხელ გაჟიმავს ოპოზიციას - ირაკლი წერეთელი ქართულმა სახელმწიფომ დაამტკიცა, რომ ქართულ ეკლესიაში არიან პატრიარქის თუ არა, საერთოდ ადამიანის მკვლელობის მოსურნე სასულირო პირები - გაიოზ მამალაძის რჩევა ხელისუფლებას

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.47
  • 2.97
  • 3.34
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46