ბიძინა ივანიშვილი უგულავასთან კონსულტაციების გამართვას არ აპირებს

პარასკევი, 22 თებერვალი, 2013 - 18:29

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სამტრედიისა და გელოვანის დამაკავშირებელი ხიდის თაობაზე გიგი უგულავასთან კონსულტაციების გამართვას არ აპირებს.

 

ამის შესახებ პრემიერმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ივანიშვილის თქმით, ის არქიტექტორი არ არის, მაგრამ თვლის, რომ მეტი გამოცდილება და უკეთესი გემოვნება აქვს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, თუმცა გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად არ ღებულობს და ამ საქმის სპეციალისტებს ეკითხება.

"ასეთ უგემოვნობებზე მე ხელს არ მოვაწერდი. უგულავასთან კონსულტაციებს არ ვაპირებ, რადგან არ ვარ არქიტექტორი და ასეთი საკითხები სპეციალისტებმა უნდა გადაწყვიტონ ", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

თბილისის მერმა მარშალ გელოვანის გამზირისა და სამტრედიის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობის შეჩერებასთან დაკავშირებით, მთავრობას კონსულტაციები შესთავაზა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.56
  • 3.1
  • 3.49
  • 0.05
  • 0.68
  • 1.51