მერიის მაღალჩინოსნები გიგი უგულავას დავალებით მოქმედებდნენ - გელა ბარკალაია

პარასკევი, 22 თებერვალი, 2013 - 18:32

"მათე მოტორსის" დამფუძნებელის გელა ბარკალაიას განცხადებით,  მას  მერიიდან  აიძულებდნენ   დაეთმო  მისი  კუთვნილი  მიწის  ფართი,  რომელზეც  განთავსებულია კომპანია, ასევე მისივე თქმით, მოლაპარაკებებში უშუალოდ ჩართული იყვნენ მერიის მაღალჩინოსნები, რომლებიც თბილისის მერის გიგი უგულავას დავალებით მოქმედებდნენ.

"ერთ დღეს დამიბარეს მერიაში და რაღაც გაურკვეველ საბუთებზე ხელი მომაწერინეს. არ ვთანხმდებოდი, მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო და თუ არ დავთმობდი, ყველამ იცის, ამას რა მოჰყვებოდა", - განაცხადა ბარკალაიამ.

ბარკალაიამ საჩივრით უკვე მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, რაზეც დღეს მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსი დავით ჭედია იკითხებოდა.

შაგახსენებთ, რომ საქმე ეხება მარშალ გელოვანის გამზირზე არსებული 1600 კვ.მეტრი მიწის ფართობის გადაცვლას, ადგილმონაცვლეობით  დავით აღმაშნებლის ხეივანში 8000 კვ.მეტრ მიწაზე.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5