სასჯელაღსრულების სისტემაში C ჰეპატიტის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამის შემუშავება იწყება

პარასკევი, 22 თებერვალი, 2013 - 18:23

ფონდის „ღია საზოგადოება საქართველოს" ოფისში სასჯელ-აღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა და ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთი ხუციშვილმა სასჯელაღსრულების სისტემაში " C " ჰეპატიტის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამის შემუშავების თაობაზე  ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

2013 წლის სტრატეგიით, მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა  სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველოს" მხარდაჭერით კონკურსის საფუძველზე შეირჩევა სამი ექსპერტი, რომლებიც პროგრამის დოკუმენტზე მუშაობას მარტის ბოლოს შეუდგებიან.

პროგრამული დოკუმენტი განსაზღვრავს თუ რამდენი მსჯავრდებულის მკურნალობა მოხდება წლის განმავლობაში, რა კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩევიან პაციენტები, რა სქემებით ჩაუტარდებათ მათ მკურნალობა და რა ფინანსური რესურსი იქნება საჭირო.

ექსპერტების შექმნილ დოკუმენტს განიხილავენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები, რის  შემდეგაც ის წარედგინება   მთავრობას და დონორ ორგანიზაციებს დასაფინანსებლად.

ცნობისთვის, " C " ჰეპატიტი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, რაზეც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებებიც მეტყველებს, რომლითაც საქართველოს დაეკისრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში " C " ჰეპატიტით დაავადებულთა მკურნალობა.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, სადაც მსჯავრდებულები ჰეპატიტის ადეკვატურ მკურნალობას ითხოვდნენ, საქართველომ დღემდე  არაერთი საქმე წააგო.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.68
  • 3.15
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.58