ლადო ვარძელაშვილს ბრალი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის წაეყენება

პარასკევი, 22 თებერვალი, 2013 - 17:55

ლადო ვარძელაშვილის ადვოკატის გოგიტა გაბაიძის თქმით, ლადო ვარძელაშვილს ბრალს, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით წაუყენებენ.

"სავარაუდოდ, ვაძელაშვილს წარედგინება სისხლის სამართლის კოდექსის 226 მუხლის პირველი ნაწილი. ეს არის ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა" - განაცხადა თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოდან გამოსვლისას გაბაიძემ. 

ასევე, მისი განცხადებით, იარაღი, რომლითაც მოკლულია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დევი სირაძე, ლადო ვარძელაშვილის ქვისლს ვახტანგ ბიჭიკაშვილის ეკუთვნოდა და ლადო ვარძელაშვილის სეიფში ინახებოდა.

შეგახსენებთ, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრი, რომელსაც ნუცუბიძის ქ.N26-ში მომხდარ მკლველობასთან დაკავშირებით, თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდნენ, დაკავებულია.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5