გიორგი თარგამაძე ნაცმოძრაობის აქტიურობას კარიკატურულს და ცინიკურს უწოდებს

პარასკევი, 22 თებერვალი, 2013 - 17:57

"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი გიორგი თარგამაძე, ნაციონალური მოძრაობის მიერ 19 აპრილს დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა და აღნიშნავს, რომ ეს მხოლოდ ყურადღების მიქცევის მიზნით კეთდება. 

„ნაციონალური მოძრაობა არაფრის გადამტრიალებელი არ არის. ამ ეჭვების დათესვით ისინი ცდილობენ შექმნან ახალი გრავიტაცია ქართულ პოლიტიკაში და, მათ შორის, მედიაშიც, რომ მუდმივად მედიის ყურადღების ცენტრში იყვნენ", - ამის შესახებ თარგამაძემ პრაიმტაიმის პრესკლუბში განაცხადა.

გიორგი თარგამაძე ნაციონალური მოძრაობის აქტიურობას კარიკატურულს და ცინიკურს უწოდებს. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა არის ჩამქრალი ნათურა, რომელიც პროდასავლურად განწყობილი საზოგადოების იმედებს ვეღარ გაანათებს.

"თუკი ვინმემ ამ ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში ქართულ საზოგადოებაში დასავლური ღირებულებების სრული დისკრედიტაცია მოახდინა,  ესენი არიან სწორედ სააკაშვილი, მერაბიშვილი და მთელი ნაცინალური მოძრაობა. მათ ცინიკურობას ადასტურებს ასევე ის ფაქტიც, რომ ნაციონალური მოძრაობა, რომელიც არის 26 მაისისა და 7 ნოემბრის აქციების დამრბევი, აქციას სწორედ რუსთაველის გამზირზე მართავს", - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.67
  • 3.15
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.57