მაიზერ ლიპარტელიანი მომხდარისა და გავრცელებული კადრების იდენტურობაზე საუბრობს

პარასკევი, 22 თებერვალი, 2013 - 17:14

ათსაათიანი დაკითხვის შემდეგ, დაკითხვის დეტალებზე მაიზერ ლიპარტელიანმა თავად ისაუბრა. საპატრულო პოლიციის ყოფილი ოცმეთაური აცხადებს , რომ გამოძიებას მასთან კითხვები ბუტა რობაქიძის საქმეზე, ახალ კადრებთან დაკავშირებით ჰქონდა. ლიპარტელიანის თქმით, მან მოახერხა 2004 წელს მომხდარის სრულად აღდგენა და ის ამბობს, რომ კადრები მის მიერ აღდგენილი სურათის იდენტურია.

" თუ რაიმეზე შეიძლება ვთქვა, რომ ეგ არის სიმართლე, უპირველესად, ეგ მოქმედება და ეგ კადრები, რაც ტელევიზიით გაშუქდა არის 100%-იანი სინამდვილე." - აცხადებს მაიზერ ლიპარტელიანი.

შეგახსენებთ, რომ ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე, მაიზერ ლიპარტელიანის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს, ის აცხადებს, რომ ლიპარტელიანმა ჩვენება შეცვალა იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა შემთხვევის ადგილას იარაღი. მაიზერ ლიპარტელიანის თქმით, მას ჩვენება არ შეუცვლია, ის არ ადასტურებს, რომ მან უარყო, შემთხვევის ადგილზე იარაღის არსებობა. ლიპარტელიანის განცხადებით, ვინაიდან მას არ გააჩნდა მტკიცებულებები, მან არ უარყო, მაგრამ არც დაადასტურა ეს ფაქტი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46