მე ერთ კვირაში ვტოვებ საქართველოს - სოსო რობაქიძე

პარასკევი, 22 თებერვალი, 2013 - 16:33

მე დღეს მივდივარ, ოჯახს დავემშვიდობე. ვაცხადებ, რომ ჩვენება პირველმა მე მივეცი და ია მეტრეველმა, ბუტას დედამ. ჩვენ, ჩვენს ჩვენებას არ ვცვლით. ამათი ლაპარაკით გამოდის, რომ ჩვენ ცრუ ჩვენება გვაქვს მიცემული, - ამის შესახებ განცხადება ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში გააკეთა.

მისი თქმით, კანონში პირდაპირ წერია რომ ჩვენების შეცვლაზე არის ციხე სამი წელი და რობაქიძე ითხოვს, ყველა ის პირი დააპატიმრონ, ვინც გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცა, ან შემდგომში შეცვალა და  ზურაბ მიქაძის, გურამ დონაძისა და მაიზერ ლიპარტელიანის დაკავებას ითხოვს.

როგორც რობაქიძემ განაცხადა, აღნიშნულმა პირებმა ჩვენებები შეცვალეს. რობაქიძე აცხადებს, რომ მასაც და მის მეუღლესაც აქვს მიცემული ჩვენებები და ის მოითხოვს, რომ გამოძიებამ დაადგინოს, თუ რომელი მხარე ცრუობს ჩვენების მიცემის დროს და დასაჯოს, წინაააღმდეგ შემთხვევაში ის აცხადებს, რომ საქართველოს დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ სოსო რობაქიძე 18:00 საათზე აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.8
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39