„სმარტი“ „ახალი ინგლისური ჩაის“ რეალიზაციას იწყებს

პარასკევი, 22 თებერვალი, 2013 - 16:28

სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ ექსკლუზიურად  „ახალი ინგლისური ჩაის“ რეალიზაციას იწყებს. ინგლისური ტრადიციებით გასულ საუკუნეში შექმნილი „ახალი ინგლისური ჩაი“ ცნობილია მთელს მსოფლიოში მაღალი ხარისხითა და ორიგინალური შეფუთვით.

„ახალი ინგლისური ჩაი“ ინგლისისათვის დამახასიეთებელი სიმბოლოებით გაფორმებულ შეფუთვაში, როგორიცაა წითელი სატელეფონო ჯიხური, წითელი ავტობუსი, თუნუქის ქილა ინგლისის დროშით, ელიზაბეტ დედოფლის სურათით, „ბიგ ბენის“ გამოსახულებით და სხვა, „სმარტში“ 3.95 ლარიდან იყიდება.

„მოხარული ვართ, რომ „სმარტის“ მომხმარებელს კიდევ ერთ ექსკლუზიურ პროდუქტს ვთავაზობთ. „ახალი ინგლისური ჩაი“ გამოირჩევა უნიკალური შეფუთვითა და გემოთი. „ახალი ინგლისური ჩაის“ საქართველოში გამოჩენა განსაკუთრებით გაახარებს მაღალხარისხიანი ჩაის მოყვარულებს. „ახალი ინგლისური ჩაი“ ყველაზე პოპულარული ჩაია დიდ ბრიტანეთში და ვფიქრობთ, სულ მალე ის საქართველოშიც საყვარელი ბრენდი გახდება“, - აცხადებენ „სმარტში“.

„სმარტი“ გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. დღესდღეობით „სმარტს“ 20-მდე ექსკლუზიური კონტრაქტი აქვს ევროპელ მომწოდებლებთან.

ვისოლ ჯგუფმა „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. „სმარტის“ სუპერმარკეტები დღესდღეობით წარმატებით ფუნქციონირებს აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, რუსათაველის გამზირზე, ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში, კახეთის გზატკეცილზე, გუდაურში, ზუგდიდში, მარნეულში, ახალციხეში, ყვარელსა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5