გიგი უგულავა დავით ჭედიას დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პარასკევი, 22 თებერვალი, 2013 - 15:48

თბილისისი მერი გიგი უგულავა მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსი დავით ჭედიას დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით განცხადებას  ავრცელებს. "დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულ სააგენტოში მოწმის  სახით თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსი დავით ჭედია დაიბარეს. საქმე ეხება მარშალ გელოვანის გამზირზე ყოფილი „მათე მოტორსის“ მფლობელის საჩივარს, თითქოს ქონების მართვის სააგენტომ მოქალაქეს უკანონოდ ჩამოართვა მიწის ნაკვეთი. რეალურად მფლობელს მარშალ გელოვანის გამზირზე არსებული 1600 კვ.მეტრი მიწის ფართობი, ადგილმონაცვლეობის პრინციპით გადაეცვალა დავით აღმაშნებლის ხეივანში 8000 კვ.მეტრ მიწაზე, რაზეც მან თანხმობა განაცხადა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტოსალონი ააშენა, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყებს ფუნქციონირებას. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხზე დავით ჭედიას მოწმის სახით დაკითხვა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოზე ზეწოლის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5