მანანა მანჯგალაძისთვის გაუგებარია, რატომ არ ეძლევა პრეზიდენტს სიტყვით გამოსვლის საშულება

პარასკევი, 22 თებერვალი, 2013 - 11:39

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე  პრეზიდენტის ღია წერილთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას გამოეხმაურა:

„ჩვენი ერთადერთი მოთხოვნაა დავიცვათ კონსტიტუცია და გავმართოთ დიალოგი საქართველოს პარლამენტში. დიალოგი არის საუბარი მხარეეებს შორის, პრეზიდენტს სურს თავადაც ისაუბროს და მოისმინოს პარლამენტის წევრთა მოსაზრებები, მათი საპასუხო არგუმენტები. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის გაუგებარია - თუ პრეზიდენტს არ ეძლევა სიტყვით გამოსვლის საშულება, თუ პარლამენტს საუბარიც არ სურს – როგორ შედგება დიალოგი? პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვების მიღმა, სამწუხაროდ, იკვეთება ერთადერთი რამ - უარი დიალოგს. იმედს გამოვთქვამთ, რომ პარლამენტი დაუბრუნდება ამ საკითხს და კონსტიტუციის შესაბამისად, საშულებას მისცემს საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართოს საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსა და საზოგადოებას“, - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.44
  • 2.88
  • 3.29
  • 0.04
  • 0.55
  • 1.44