ანდრო ბარნოვი კოფლიქტის ზონის მოსაზღვრე სოფლების წარმომადგენლებს შეხვდა

პარასკევი, 22 თებერვალი, 2013 - 13:31

შიდა ქართლის გუბერნატორი ანდრო ბარნოვი "გორის საინფორმაციო ცენტრში“კონფლიქტის ზონის მიმდებარე 18 თემის წარმომადგენელთა ჯგუფს შეხვდა. შეხვედრა მიზნად ისახავდა იმ პრობლემების განხილვას, რომლებიც საფრთხეს უქმნიან კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემების უსაფრთხოებას.

მოხალისე აქტივისტებისგან შემდგარი ჯგუფი საერთაშორისო ორგანიზაცია "უსაფრთხო მსოფლიოსა“ და მისი ადგილობრივი პარტნიორების - "მშვიდობის, განვითარებისა და დემოკრატიის კავკასიურ ინსტიტუტისა“ და ,,გორის საინფორმაციო ცენტრის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა და მიზნად ისახავს კონფლიქტით დაზარალებულ თემებში უსაფარხოებასთან დაკავშირებული პრობლემების განსაზღვრას, მსჯელობას მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე და ამ პრობლემების გადაჭრაზე შესაბამის სამთავრობო უწყებებსა და სხვა ორგანიზაციებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობით. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ,,უსაფრთხო მსოფლიოს“ კავკასიის პროგრამის მენეჯერი ტაბიბ ჰუსეინოვი, პროგრამის კოორდინატორი ნათია ნადირაძე და ,,გორის საინფორმაციო ცენტრის“ დირექტორი მიხეილ ჩიტაძე.

შეხვედრაზე, რომელიც თითქმის ორ საათს გაგრძელდა, ჯგუფის წარმომადგენლება ისაუბრეს სხვადასხვა პრობლემაზე, რაც საფრთხეს უქმნის მათი უსაფრთხოების აღქმას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა გათბობისა და გაზიფიცირების პრობლემა ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე თითქმის ყველა სოფელში, ასევე, სარწყავი წყლის სისტემებს და მათ ხელმიუწვდომლობასთან დაკავშირებული პრობლემებს, რომელიც ასევე ბევრი თემის სატკივარია.

შეხვედრაზე ასევე წამოიჭრა ისეთი აქტუალური საკითხები, რომელიც შიდა ქართლის რეგიონის სოფლად მცხოვრები მოსახლეობის უმეტესობას აწუხებს, კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, გზების მოწყობა, სასკოლო ტრანსპორტი და სასმელი წყლის პრობლემა.

 

საუბარი შეეხო ადგილობრივი თვითმმართველობის დაგეგმილ რეფორმას და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების უფლებამოსილებების გაფართოების აუცილებლობას. ,,თემი მაშინ იქნება ნამდვილი თემი, როდესაც მას ეყოლება არჩეული მმართველი, ექნება შესაბამისი რესურსი და ფინანსები,“ - განაცხადა ანდრო ბარნოვმა.

 

სარეფერენტო ჯგუფის წევრებმა, თავის მხრივ აღნიშნეს, რომ გუბერნატორის მხრიდან მისასალმებელია თემების წარმომადგენლებთან შეხვედრის სურვილი და იმედი გამოთქვეს, რომ ამგვარი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება და კონკრეტული დაპირებები, რომლებიც შეხვედრაზე გაკეთდა, შესრულდება და ხელს შეუწყობს განხილული პრობლემების მოგვარებას.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41