ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ს კონგრესმენთა დელეგაციას და რიჩარდ ნორლანდს შეხვდა

პარასკევი, 22 თებერვალი, 2013 - 14:36

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენთა დელეგაციას და აშშ-ს ელჩს რიჩარდ ნორლანდს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში შეხვდა. მისი განცხადებით, მან გააცნო სტრუქტურული ცვლილებები, დაგეგმილი რეფორმები, პროექტები და სამომავლო გეგმები.

"მქონდა ძალიან საინტერესო, ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა ამერიკელ კონგრესმენებთან. მე მათ მივაწოდე ინფორმაცია პოლიტიკური პროცესების შესახებ, ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა რეფორმები დავგეგმეთ სამინისტროში. ასევე, წარვუდგინე სამინისტროს განვითრების სტრატეგიული დოკუმენტი. მე კმაყოფილი ვარ აღნიშნული შეხვედრით ჩვენ მივესალმებით და ყოველთვის ხაზგასმით ავღნიშნავთ, რომ ამერიკის მხარდაჭერა არის ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი",  - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ასევე, დაგეგმილი შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და შემდგომი განვითარების საკითხები განიხილეს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46