საქართველოს ეროვნული ბანკი საჯარო ინფორმაციას ასაიდუმლოებს

პარასკევი, 22 თებერვალი, 2013 - 14:30

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს და „ახალგაზრდა ფინასისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის – აფბას“ ინტერესებს წარმოადგენს.

სასამართლო დავა ეროვნული ბანკის მხრიდან გასაიდუმლოებულ ინფორმაციას შეეხება, რომელიც „ახალგაზრდა ფინანსისტების“ შეფასებით, საჯარო ინფორმაციაა და საჯარო უწყებას მისი ორგანიზაციისთვის მიწოდება ადმინისტრაციული კანონმდებლობით, საჯარო ინფორმაციისათვის დადგენილი 10 კალენდარული დღის მანძილზე უნდა უზრუნველყო.

საქმე ეხება „ახალგაზრდა ფინანსისტების“ 2013 წლის 4 თებერვლის მიმართვას ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძის სახელზე, რაც საჯარო დაწესებულებას გაეცა ინფორმაცია 1992–93 წლებში ეროვნული ბანკის მიერ 500–ზე მეტ ორგანიზაციაზე, ჯამში 854 მილიარდი მანეთის და კუპონის გაცემა რომელ ორგანიზაციებზე მოხდა, ამასთან, რა მოცულობის თანხები იქნა გაცემული აღნიშნულ ორგანიზაციებზე სესხად და ვინ იყვნენ მაშინდელი ორგანიზაციის მეპატრონეები.

„ახალგაზრდა ფინანსისტები“ უკვე ერთ თვეზე მეტია 90–იან წლებში განვითარებული ჰიპერინფლაციური პროცესების და მისი გამომწვევი მიზეზების შესწავლას ახდენს, თუმცა ორგანიზაციის მოთხოვნას საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უარით უპასუხა და მიუთითა, რომ „ცნობები იურიდიული და ფიზიკური პირების ანგარიშების ან და ოპერაციების შესახებ შეიძლება გაიცეს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.“

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, საქართველოს ეროვნული ბანკის უარი საჯარო ინფორმაციის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, რადგანაც საჯარო უწყებიდან მოთხოვნილ ინფორმაციას „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონის თანახმად, ასეთი გრიფირება არ ადევს. ამასთან, „ახალგაზრდა ადვოკატები“ განვმარტავთ, რომ ეროვნული ბანკიდან მოთხოვნილი ინფორმაცია არც კომერციული საიდუმლოების მატარებელია, რადგანაც მისი გამჟღავნება ვერავითარ ზიანს მიაყენებს პირთა კონკურენტუნარიანობას, რადგანაც ორგანიზაციები, რომლებზედაც ეროვნულმა ბანკმა 90–იან წლებში სესხი გასცა, დღეს არ საქმიანობენ. ამასთან, არც ერთი დოკუმენტით არ დასტურდება „ახალგაზრდა ფინანსისტების“ მხრიდან მოთხოვნილი ინფორმაციის კონფიდენციალობის ფაქტი, რითაც შეიძლება დადგინდეს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის უარი საჯარო ინფორმაციის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული კანონმდებლობის დარღვევაა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ „ახალგაზრდა ფინანსისტების“ ინტერესებს სასამართლოს ყველა ინსტანციაში დაიცავს. ორგანიზაციის ინტერესებს სასამართლოში, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ერთ–ერთი დამფუძნებელი, არჩილ კაიკაციშვილი წარმოადგენს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46