ირაკლი ალასანია ალიანსის შტაბ-ბინაში ავსტრალიელ და შვედ კოლეგებს შეხვდა

პარასკევი, 22 თებერვალი, 2013 - 14:14

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ავსტრალიელ და შვედ კოლეგებს სტეფან სმიტსა და კარინ ენსტრომს შეხვდა. შეხვედრა ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, ალიანსის შტაბ-ბინაში გაიმართა.

ავსტრალიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრისას მხარეება ავღანეთის საერთაშორისო მისიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და პოსტ-ISAF-ის პერიოდში ერთობლივი მოქმედებების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ასევე, საქართველოსა და ავსტრალიის მხრიდან ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალების გაწვრთნის საკითხებსაც.

„აქცენტი გადატანილი გვაქვს ავღანური ძალების გაწვრთნაზე და მათთვის გამოცდილების გაზიარებაზე. ასევე საუბარია, რომ კონვენციური ძალების შემადგენლობა შემცირდეს და არაკონვენციური ძალების რაოდენობა გაიზარდოს. შეიძლება იყოს საუბარი, სპეციალურ ოპერატიულ ძალებთან ჩვენს თანამონაწილეობაზე“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

საქართველოსა და შვედეთის თავდაცვის მინისტრებმა ნატოს ეგიდით მიმდინარე ISAF-ის საერთაშორისო მისიის მნიშვნელობა და ავღანეთში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის ადგილობრივი ძალებისთვის გადაბარების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ასევე, ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისთვის წვრთნისა და დახმარების საკითხებში საქართველოსა და შვედეთის ერთობლივად მონაწილეობას და პოსტ-ISAF-ის პერიოდში, ავღანეთის უსაფრთხოების ძალების მომზადების საკითხებს.

დღესვე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ISAF-ში მონაწილე ნატოს არაწევრ ქვეყნებთან თავდაცვის მინისტრების დონეზე ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს შეხვედრას დაესწრება.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.89
  • 3.29
  • 0.04
  • 0.53
  • 1.44