ხიდის აშენებაზე მთავრობის უარი თბილისის მერს სასაცილოდ ეჩვენება

პარასკევი, 22 თებერვალი, 2013 - 13:48

თბილისის მერი  გიგი  უგულავა  საქართველოს მთავრობას მარშალ გელოვანის ქუჩისა და სამტრედიის ქუჩის დამაკავშირებელი ე.წ. დაკიდული ხიდის მშენებლობაზე კონსულტაციებს სთავაზობს. მისი თქმით, ამ ხიდის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი აფინანსებდა, რომელიც საჭირო პროცედურების ჩატარებაზეც თანახმა იყო. ქალაქში საცობების შექმნის მოტივით, ხიდის აშენებაზე მთავრობის უარი თბილისის მერს სასაცილოდ ეჩვენება.

"მინდა, მივმართო ნარმანიას და პრემიერ-მინისტრს, რადგან ვეღარ გავერკვიე, ვინ იღებს ამგვარ გადაწყვეტილებებს. მინდა შევთავაზო, დაფიქრდნენ, კონსულტაციები გავიაროთ, თუ ვინმეს დიზაინი არ მოსწონს, თვითონ შეარჩიიონ. ეს ხიდი სჭირდება ქალაქს საცობების თავიდან ასაცილებლად და ურბანული თვალსაზრისით. გადავდოთ ყოველგვარი პოლიტიკური დაპირისპირება. მზად ვართ, დავსხდეთ და გავაგრძელოთ კონსულტაციები. ამ ხიდის აუცილებლობაზე უამრავი მასალა მოგვეპოვება. დიზაინზე აკვიატება არავის გააჩნია", - განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენაბთ, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდმა 18 თებერვალს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, თბილისში, მარშალ გელოვანის ქუჩისა და სამტრედიის ქუჩის დამაკავშირებელი აღარ აიგება. პროექტის შეჩერების მიზეზად ფონდი მის მიზანშეუწონლობას ასახელებს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59