მსჯავრდებულებმა, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, საპატიმროში შიმშილობა დაიწყეს

პარასკევი, 22 თებერვალი, 2013 - 13:35

უფლებადამცველ გიორგი თევზაძეს სასჯელ-აღსრულების #8  დაწესებულების  ადმინისტრაციამ  წერილი მიაწოდა,  სადაც  მოშიმშილე  უცხო  ქვეყნის  მოქალაქე  პატიმრების  მოთხოვნებზეა საუბარი,  რის გამოც  მათ  შიმშილობა  დაიწყეს. 

”გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 18 თებერვალს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8 პატიმრობის და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის შერეული ტიპის დაწესებულებაში განთავსებულმა მსჯავრდებულებმა აჰმედი ბულბულმა, ჰოსსეინ შაჰადათმა, რაჰმან მეზანურმა, ფარვეზი მასუდმა, მია სიპანმა, რომელსაც მსჯავრი დაედოთ საქართველოს სსკ.-ის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” პუნქტით, სსკ.-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ”ა”, ”ი” და ”ვ” ქვეპუნქტებით, სასჯელის ზომად თოთოეულს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 წლის ვადით, მიმართეს პროტესტის ფორმას და პირადი განცხადების საფუძველზე გამოაცხადეს შიმშილობა. მსჯავდადებულებთან გასაუბრების შემდეგ გაირკვა აღნიშნულის ზომას მიმართავენ იმ მიზნით, რომ სურთ შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების და ბრიტანეთის კონსულებთან, ასევე ტელეკომპანია ”მაესტროს” ჟურნალისტებთან, საქართველოს მთავარი პროკურორის წარმომადგენლებთან, მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენელბთან, HUMAN RIGHTS LAWER წარმომადგენელთან”, -  წერილს ხელს აწერს #8 დაწესებულების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ლაბუჩიძე.

აღნიშნულ წერილთან დაკავშირებით გიორგი თევზაძე მიუთითებს, რომ იგი, როგორც უკვე ყოფილი მონიტორინგის ჯგუფის წევრი, მოცემულ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას, პირადად შეხვდეს და გაესაუბროს წერილში მითითებულ მსჯავრდებულებს. იგი მიმართავს წერილში დასახელებულ შესაბამის ადრესატებს,  მთავარ პროკურატურას განახორციელონ ოპერატიული და ადეკვატური რეაგირება წერილზე.

გიორგი თევზაძის განმარტებით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მონიტორინგის პროცესის განახლება უფლებადამცველების მონაწილეობით. ხოლო თავის მხრივ იგი, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, აღნიშნულ წერილს შემდგომი რეაგირებისთვის გადაუგზავნის მთავარ პროკურატურას.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41