ჰილარი კლინტონი იმედოვნებს, რომ ამერიკისა და საქართველოს შორის კავშირები და საზიარო ინტერესები კვლავინდებურად მტკიცე იქნება

პარასკევი, 22 თებერვალი, 2013 - 12:53

საქართველოს პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახური ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ოფიციალურ წერილის ქართულ თარგმანს ავრცელებს, რომელიც ამერიკის ელჩმა რიჩარდ ნორლანდიმ პრემიერს გუშინ გადასცა.

"მის აღმატებულებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს

ძვირფასო პრემიერ-მინისტრო!

სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ჩემი უფლებამოსილების ვადის მიწურულს მსურს, გაცნობოთ, რომ ჩემთვის საპატიო და სასიხარულო იყო, ვყოფილიყავი მოწმე თქვენი და თქვენი კოლეგების ხელმძღვანელობით საქართელოსთვის ისტორიული მნიშვნელობის ხელისუფლების გადაცემისა და კოჰაბიტაციის უპრეცედენტო პერიოდისა. ძალიან ვამაყობ იმ პროგრესით, რომელსაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ მიაღწიეს ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირის განმტკიცებისა და საზიარო ინტერესების სრული სპექტრის გატარების კუთხით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს კავშირი კვლავინდებურად მტკიცე იქნება.

2012 წელს, როცა ჩვენი ქვეყნები აღნიშნავდნენ დიპლომატიური ურთიერთობების მეოცე წლისთავს, საქართველომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი დემოკრატიული განვითარებისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების განხორციელების გზაზე. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სიამოვნებით დაუდგა მხარში დემოკრატიის განმტკიცების საქმეში, რაც გამოვლინდა კიდეც არჩევნების შემდეგ ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემაში და რის მიღწევაც წარმოუდგენელი იქნებოდა თქვენი, როგორც ლიდერის, ხელმძღვანელობის გარეშე. ვიმედოვნებ, რომ თქვენ წარმართავთ კონსტრუქციულ ურთიერთობებს ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან და ითანამშრომლებთ საერთო მიზნის განსახორციელებლად, უზრუნველყოფთ რა საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ წინსვლას.

ვემზადები რა თანამდებობის დატოვებისთვის, გთხოვთ, ნუ დაივიწყებთ, რომ გისურვებთ უდიდეს წარმატებასა და ბედნიერებას თქვენს ყველა მომავალ წამოწყებაში.

საუკეთესო სურვილებითა და პატივისცემით,

ჰილარი როდემ კლინტონი".

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.67
  • 3.15
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.57