მაიზერ ლიპარტელიანი 10 საათის განმავლობაში იკითხებოდა

პარასკევი, 22 თებერვალი, 2013 - 10:29

საპატრულო პოლიციის ყოფილმა თანამშრომელმა მაიზერ ლიპარტელიანმა ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით 10-საათიანი დაკითხვის შემდეგ პროკურატურა კომენტარის გარეშე დატოვა.

ასევე უცნობია, თუ რა კითხვები ჰქონდა მასთან გამოძიებას. მისი განცხადებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალების გახმაურებისგან ის თავს იკავებს.

შეგახსენებთ, რომ დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ყოფილმა უფროსმა ირაკლი ფირცხალავამ მთავარ პროკურატურას და ტელეკომპანიებს ვიდეომასალა გადასცა, რომელიც, მისი თქმით, ბუტა რობაქიძის მკვლელობის დღეს შემთხვევის ადგილზეა გადაღებული. რასაც ხელ ახალი გამოძიება და დაკითხვები მოჰყვა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46