ბიძინა ივანიშვილმა ამერიკელ კონგრესმენებს უმასპინძლა

ხუთშაბათი, 21 თებერვალი, 2013 - 21:18

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა  საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ ამერიკელ კონგრესმენებს ბიზნესცენტრში უმასპინძლა.

 

ოფიციალურ ვახშამს ესწრებოდნენ: კონგრესმენი კალიფორნიის შტატიდან, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ევროპის, აზიისა და ახლადშექმნილი საფრთხეების ქვეკომიტეტის წარმომადგენელი დანა რორბახერი მეუღლესთან, რონდა რორბახერთან ერთად; ბრაიან ჰიგინსი – ნიუ იორკის შტატის წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი, კონტრ–ტერორიზმისა და დაზვერვის ქვეკომიტეტის, ასევე წარმომადგენელთა პალატის უშიშროების კომიტეტის წევრი; ტედ პო – წარმომადგენელი ტეხასის შტატიდან, საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი; პოლ კუკი – კალიფორნიის შტატის წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი მეუღლესთან, ჯინ კუკისთან ერთად ; პოლ ბერკოვიცი, საგარეო საქმეთა კომიტეტის ევროპის, აზიისა და ახლადშექმნილი საფრთხეების ქვეკომიტეტის წევრი; ჯესპერ პედერსენი – საგარეო საქმეთა კომიტეტის ევროპის და აზიის საკითხთა ქვეკომიტეტის თანამშრომელი.

ოფიციალურ ვახშამზე ბიძინა ივანიშვილმა ამერიკელ კონგრესმენებს საქართველოში არსებული ვითარება და მთავრობის პრიორიტეტები გააცნო. თავის მხრივ კონგრესმენებმა ახლადარჩეულ მთავრობას წარმატებები უსურვეს და იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.85
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45