თებერვლის ბოლოდან სახელმწიფო დაზღვევის პროგრამა ამოქმედდება

ხუთშაბათი, 21 თებერვალი, 2013 - 18:42

თებერვლის ბოლოდან სახელმწიფო დაზღვევის პროგრამა ამოქმედდება და ჯანდაცვა უნივერსალურ სისტემაზე გადავა,  - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

სეერგეენკოს ინფორმაციით, დაახლოებით ორი მილიონი ადამიანის დაზღვევა მოხდება, რომელთაც სახელმწიფო თებერვლის ბოლოდან გადასცემს სადაზღვევო პაკეტს. დაზღვევა შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც კერძო და სხვა სადაზღვევო პაკეტებით არ სარგებლობენ.

მინისტრის თქმით, აპრილიდან სოციალური დახმარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსაც გაეზრდებათ და 100-დან 125 ლარამდე მომატებულ სოციალურ დახმარებას 21 000 ადამიანი მიიღებს.

ჯანდაცვის მინისტრმა არ დააკონკრეტა, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას მომსახურებაში კერძო სადაზღვევო კომპანიები.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5