ალექსი პეტრიაშვილი ჰაიდე მარია გიურერს შეხვდა

ხუთშაბათი, 21 თებერვალი, 2013 - 18:35

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ავსტრიის ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, ბალკანეთისა და სამხრეთ კავკასიის დეპარტამენტის დირექტორს ჰაიდე მარია გიურერს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა "აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატში საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობებსა და ვილნიუსში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისათვის საქართველოს მზადების თაობაზე ისაუბრეს.

ალექსი პეტრიაშვილმა და ჰაიდე მარია გიურერმა საქართველოსა და ავსტრიას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობისა და მისი გაღრმავების საკითხებიც განიხილეს.

სახელმწიფო მინისტრმა ავსტრიულ მხარეს მადლობა გადაუხდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერისათვის.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46